გამარტივებული მიწის რეგისტრაცია

2020-06-13 16:51:38

პირველი ივლისიდან მიწის რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება და მსურველი მის დარეგისტრირებას უფასოდ შეძლებს.

პირველი ივლისიდან მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაიწყება.

პოტენციურ მესაკუთრეებს მიწის დარეგისტრირება ორი: სპორადული და სისტემური რეგისტრაციის გზით შეუძლიათ.

სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მიწის აღრიცხვა დაინტერესებული პირების განცხადებისა და მისი წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება. სისტემური რეგისტრაციისას კი ყველა საჭირო პროცედურას საჯარო რეესტრი თავად უზრუნველყოფს.

სისტემური რეგისტრაციის დროს თუ რომელიმე მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიძებნა, საჯარო რეესტრი 2007 წლის 20 სექტემბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლებაზე გარკვეული პირობებით აღიარებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები