მამაკაცის დაჭრის ფაქტი რუსთავში [video]

2020-06-12 18:42:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს. მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება. [ვიდეო/video]

დაჭრა 10 ივნისს, რუსთავში, ქაშაკაშვილის ქუჩაზე მოხდა.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1990 წელს დაბადებულ ო.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მარტვილის მუნიციპალიტეტში დააკავა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.