რუსთავში მამაკაცი დაჭრეს [video]

2020-06-11 00:50:33

რუსთავში მამაკაცი დაჭრეს [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 30 წლამდე ახალგაზრდა ძველ რუსთავში, ქაშაკაშვილის ქუჩაზე დაჭრეს.

მამაკაცს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, სავარაუდოდ, დანით 5 ჭრილობა მიაყენეს.

ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ემერჯენსის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ მამაკაცს ოპერაცია ამ დროისთვის უტარდება.