რუსთავში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

2020-06-10 12:32:24

რუთავში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა.

განყოფილება საზეიმო ვითარებაში შინაგან საქმნეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მოადგილეებთან ერთად გახსნა.

რუსთავის მე-3 განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც წლების განმავლობაში მე-17 მიკრორაიონში, ბაღის ძველ შენობაში მუშაობდნენ, ახალ შენობაში უკვე გადავიდნენ.

შეგახსენებთ, 8 ივნისს "ინფო რუსთავმა" გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავის პოლიციის მე-3 განყოფილება ახლადაშენებულ შენობაში ამ დრომდე არ იყო გადასული.

ახალი განყოფილების მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა.