მოიხსნა თუ არა შეზღუდვა ველომოყვარულებისთვის

2020-06-09 00:40:49

რუსთაველ ველომოყვარულებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება შედგა - რუსთავის ცენრალურ პარკში ველოსიპედით გადაადგილება 22:00 საათის შემდეგ, როცა ხალხის ნაკადი მცირდება, შესაძლებელი გახდა.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, შეთანხმება ველომოყვარულებსა და რუსთავის მერს შორის გამართულ შეხვედრაზე შედგა.

ველოსპიდეთ გადაადგილებაზე აკრძალვა რუსთავის ცენტრალურ პარკში 19:00-დან 22:00 საათამდე იმოქმედებს და მოიხსნება მაშინ, როცა ტბასთან არსებული ბილიკი ველომოყვარულთათვის დაიხაზება.

შეგახსენებთ, რუსთავის ცენტრალურ პარკში, 1 ივნისიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში ველოსიპედით გადაადგილება აიკრძალა, რასაც ველომოყვარულების პროტესტი მოჰყვა. ველომოყვარულებსა და "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელ გიორგი გოროზიას შორის შედგა შეხვედრა, სადაც ველომოყვარულთა ინტერესების გათვალისწინების მიზნით ალტერნატიული გზების მოძებნაზე იმსჯელეს და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რუსთავის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან შეხვედრა დაგეგმეს.