პირბადეების ტარება სავალდებულო ამ კვირიდან გახდება. ცვლილებებზე პარლამენტი დაჩქარებული წესით მსჯელობს და კანონპროექტის კვირის ბოლომდე მიღებას გეგმავს.
ახალი წესების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეს გარეშე ყოფნის შემთხვევაში ფიზიკური პირი 50 ლარით დაისჯება, იურიდიული პირს კი 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. 50 ლარიანი ჯარიმა დაიწერება იმ შემთხევაშიც, თუ მოქალაქე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მეტროში პირბადის გარეშე გადაადგილება.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის 3000-ლარიანი ჯარიმების შემცირების საკითხსაც განიხილავენ. ბიუროზე განიხილება პანდემიის პირობებში მიღებული დახმარების დოკუმენტების რატიფიცირებაც.
"დგინდება ჯარიმები იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეების მიერ სავალდებულოა პირბადეების ტარება დახურულ სივრცეში, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ამ წესების დარღვევა ფიზიკური პირებისათვის ეს იქნება 50 ლარის ოდენობით ჯარიმა, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 500 ლარის ოდენობით. მცირდება საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული ჯარიმების ოდენობა, კონკრეტულად, საკარანტინო ზონების ტერიტორიაზე დარღვევისათვის 2000 ლარამდე დავიდა ჯარიმა ფიზიკური პირებისათვის, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 10 000 ლარამდე,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.