რუსთავის მერის მოადგილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2020-06-05 12:05:55

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავის მერიაში ერთ-ერთი მოქალაქე მერის მოადგილეს, გოჩა ლორიას ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, ინცინდენტი მიწების ლეგალიზების სხდომაზე მოხდა. მამაკაცსა და მერის მოადგილეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, მოქალაქე გოჩა ლორიას ყელში სწვდა, რა დროსაც მერიაში პოლიცია გამოიძახეს.

მომხდარი ფაქტს მერიის აპარატის უფროსი ნინო ნიკოლავა ადასტურებს, თუმცა ის ჟურნალისტებთან დაპირისპირების მიზეზებზე არ საუბრობს.

„ვადასტურებ, რომ ინციდენტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით განმარტებას ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ნინო ნიკოლავამ.

არსებული ინფორმაციით, რუსთავის მერის მოადგილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, საქმეზე გამოძეიბა 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.