რუსთავის მერიაში პოლიცია გამოიძახეს

2020-06-05 10:55:04

რუსთავის მერიაში პოლიცია გამოიძახეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მერიის შენობაში, მამაკაცმა მერიის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ დროისთვის "ინფო რუსთავი" დეტალებს აზუსტებს.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

პოლიციამ მამაკაცი ადგილზე დააკავა.