უბედური შემთხვევა

2020-05-30 22:24:09

უბედური შემთხვევა გურიაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბიჭი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ბავშვი დილით სახლის ეზოში თამაშობდა, მოგვიანებით კი გაუჩინაურდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე უშედეგო ძებნის შემდეგ ბავშვის ოჯახის წევრებმა პოლიციას მიმართეს.

საღამოს საათებში ბავშვი მდინარეში დამხრჩვალი ნახეს, სავარაუდოდ მას მდინარის კალაპოტთან ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.