თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

2020-05-30 17:59:35

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში საქართველოს მოქალაქე, 45 წლის, ალექსანდრე ჭიტაური საწარმოში აფეთქების დროს გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, ჯინსის სამრეცხაოს განყოფილებაში წყლის გამათბობელო ქვაბი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად ნანგრევებში ორი ადამიანი მოჰყვა, რომლების გადარჩენაც ვერ მოხერხდა.