მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი

2020-05-25 11:56:01

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მანძილით უკავშირდება სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს.

არსებული გზა დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებსითვის სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტის შესაბამიისად გამხორციელდება გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, 3 ხიდის რეაბილიტაცია, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, საგზაო სამოსის მოწყობა და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის გზის თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13.4 მლნ ლარია. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

RUSTAVI