ბოლნისში COVID19-ის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2020-05-23 19:51:23

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში 67 საკვლევი მასალა იყო გაგზავნილი, აქედან 39 მუშევანიდან იყო აღებული, დანარჩენი კი მიზნობრივი ჯგუფებიდან.

66-ზე უარყოფითი პასუხი მოვიდა და მხოლოდ ერთს, მუშევანში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით ბოლნისში კოვიდინფიცირების 162 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 75 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.