ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა [video]

2020-05-23 18:09:54

ძლიერმა ქარმა და უამინდობამ რუსთავში გარკვეული პრობლემები შექმნა. [ვიდეო/video]

დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსის სახურავები.

ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავის ნაწილი გადახადა. თუნუქის ფურცლები და ხის მასალა ტროტუარზე ჩამოვარდა. ძლიერი ქარის გამო წაქცეულია რამდენიმე ხე.

დაზიანებულია საფეხბურთო სტადიონის შენობის სახურავიც, თუნუქის ფურცლები საავტომობილო გზაზე იყო მიმოფანტული. ინფო რუსთავის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. უამინდობის შედეგად დაზიანდა სარეკლამო ბანერები და ბილბორდები.

ადგილზე მუშაობდნენ რუსთავსერვის ცენტრისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ასევე, მობილიზებული იყო ტექნიკა.