რუსთავში ძლიერმა ქარმა სარეკლამო ბანერი მოგლიჯა

2020-05-23 13:48:30

რუსთავში შარტავას გამზირზე ძლიერმა ქარმა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაზე განთავსებული სარეკლამო ბანერი მოგლიჯა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.

ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ძველ რუსთავში ცენტრალური სტადიონის შესასვლელს ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა.