მიკროავტობუსებში კონდენცირების ჩართვა იკრძალება

2020-05-28 01:15:37

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გარკვეული რეკომენდაციებისა და წესების დაცვით მალე ამუშავდება.

ყველა პირი, ვინც ტრანსპორტში იჯდება, ვალდებულია პირბადე ატაროს. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებებში არ შეიძლება კონდიცირების ჩართვა და მუდმივად ღია უნდა იყოს ყველა ფანჯარა.

რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა რაოდენობას, გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსებს შესაძლოა დაწესებოდათ მგზავრთა გადაყვანის რაოდენობაზე გარკვეული შეზღუდვა, რაც სავარაუდოდ მგზავრობის ტარიფის ზრდას გამოიწვევდა. ამ დროის ინფორმაციით მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა არ იზღუდება, რაც იმას ნიშნავს რომ ტარიფი არ გაიზრდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები