ზუგდიდში კორონავირუსზე აღებული 4 ტესტიდან, ყველა დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხივე შემთხვევაში კოვიდინფიცირება დადასტურდა.
დადასტურებული შემთხვევებიდან 3 არასრულწლოვანია.
ისინი 52 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერთან დაკავშირებული პირები არიან. ერთი ოჯახის წევრია, ხოლო ორი ნათესავი.
რაც შეეხება მეოთხე ინფიცირებულს, ის ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს.