მე-12 მკრ-ის კორპუსების სადარბაზოებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა. სამუშაოები, კიდევ ერთხელ, მას შემდეგ განხორციელდა, რაც აღნიშნულ მკრ-ში არსებული პრობლემა „ინფო რუსთავმა“ გააშუქა. სადარბაზოებში ვირთხების არსებობის ამსახველი ვიდეო, „ინფო რუსთავს“ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა 3 დღის წინ მოაწოდეს.
"რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრში" - აცხადებენ რომ, სადეზინფექციო სამუშაობის ჩასატარებლად მოსახლეობის დახმარება არის აუცილებელი. „რაც შევძელით დღეს დილით, ის დავამუშავეთ, სადარბაზოების დამუშავება არც რეკომენდირებიული არ არის და არც შედეგს არ იძლევა, აუცილებელია ბუნკერებისა და სარდაფების დეზინფექცია“ განაცხადა „ინფო რუსთავთან“ საუბარში, სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა. მან მოსახლეობას, სამუშაოების შესრულებისას, სარდაფებისა და ბუნკერების გაღებისკენ მოუწოდა.
სამსახური 24 საათის მანძილზე მუშაობს, ცხელი ხაზი დღის საათებში 0341 24 10 44, 0341 29 37 75 ღამის საათებში 0341 22 47 37, 0341 22 00 05.