"კორპუსების სადარბაზოები მღრღნელებით არის გავსებული" (ვიდეო)

2017-05-06 11:48:01

"ინფო რუსთავს" XII მიკრო-რაიონის #1 კორპუსში მცხოვრები შეეხმიანა და პრობლემის მოგვარებაში დახმარება გვთხოვა. მისი თქმით სადარბაზოში ყოველდღე 10-მდე ვირთხა დადის, მეზობლებს უჭირთ ბინებში შესვლა, კორპუსში ცხოვრობენ ოჯახები რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, ასევე არის საშიშროება სხვადასხვა დაავადების გავრცელების. საცხოვრებელი კორპუსის ბინადრები თვითმმართველობის შესაბამის სამსახურს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მათი მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებას ასახელებენ. "ინფო რუსთავმა" აღნიშნული პრობლემა არაერთხელ გააშუქა, მერიის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი ჩვენთან ინტერვიუში მუდამ აცხადებს რომ მისი თანამშრომლები კორპუსებში დადიან და შესაბამის სამუშაოებს პერიოდულად ატარებენ. ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ჩვენ ვიდეოც მოგვაწოდა სადაც ნათლად ჩანს რომ 10-მდე ვირთხა სადარბაზოს შესასვლელში დადის. ნახეთ ვიდეო.