ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2020-05-21 09:59:24

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში. [ვიდეო/video]

ერთმანეთს მერსედერსის მარკის ტაქსი და ასევე მერსედერსის მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც "ინფო რუსთავს" მსუბუქი ავტომობილის მგზავრმა განუცხადა, ავტომობილი მთავარ გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ტაქსი გვერდიდან დაეჯახა.

ტაქსის მძღოლმა "ინფო რუსთავთან" შემთხვევის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.