COVID-19-ის ინფიცირების ახალი შემთხვევები

2020-05-20 10:30:42

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში 4 პირს კორონავირუსი დაუდგინდა.  დადასტურებული შემთხვევების ინფიცირების წყარო ცნობილია.

3 ადამიანის ბიოლოგიური მასალა მუშევანში გუშინ აიღეს, ერთი კი ინფიცირებულ კონტაქტთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ბოჭორიშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული და კვლევა იქ ჩაუტარდა.

კოვიდინფიცირებულ პირებს მუშევანიდან თბილისის კლინიკებში დღის განმავლობაში გადაიყვანენ.

გუშინ ლაბორატორიაში 97 პირის ტესტი იყო გადაგზავნილი. მათ შორის, 88 ბიოლოგიური ნიმუში სოფელ მუშევანში იყო აღებული, ცხრა კი, ქალაქ ბოლნისში. სოფელ მუშევანში ბოლო მონაცემებით, კოვიდინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევაა. 25 აპრილიდან სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ბოლო მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.