კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო დღის წესრიგი მთლიანად შეცვალა. დაავადების გამო, რომლის გავრცელების მთავარი წყაროც ხალხმრავალი ადგილებია, მსოფლიოში უამრავი დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა. გამონაკლისი არც რუსთავი ყოფილა.
საინფორმაციო საააგენტო ინფო რუსთავი გთავაზობთ იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც ქალაქის მასშტაბით ყოველწლიურად იმართებოდა და წელს აღარ გაიმართა და თუ გაიმართება მცირე მასშტაბით.
არ გაიმართა:
9 აპრილი - ამ დღეს ორი ისტორიული მოვლენა უკავშირდება. პირველი არის: 1989 წლის 9 აპრილის გამთენიისას, რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლა დაიწყო, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა.
მეორე: 1991 წლის 9 აპრილი - დამოუკიდებლობის აღდგენა.
9 მაისი - ამ დღეს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავს.
შესაძლოა ჩატარდეს, მაგრამ მცირე მასშტაბით:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისსა და ბავშვთა დაცვის დღე, 1 ივნისს, შესაძლოა ქალაქში ორივე დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართოს, თუმცა დაბალი ბიუჯეტითა და მცირე მასშტაბებით.
ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას, განცხადებით, ქალაქის მთავარი დღესასწაული, რუსთავქალაქობა, წელს იმ მასშტაბით აღარ გაიმართება, როგორიც წინა წლებში იყო.