როდის გაიხსნება რუსთავში ტექნიკის მაღაზიები

2020-05-08 10:51:51

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 11 მაისიდან მოიხსნება.

კონკრეტულად 11 მაისს გახსენება საქართველოს დედაქალაქი და თბილისში დაწესებული ყველა სახის შეზღუდვები, შემოსვლასთან და გასვლასთან დაკავშირებით, იქნება მოხსნილი.

მთავრობის გადაწყვეტილებით 11 მაისიდან იხსენბა ტექნიკის მაღაზიებიც, ყველა სახის წარმოება და ყველა სახის მაღაზია (გარდა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისა).

14 მაისიდან კი რუსთავსა და გარდაბანში მოიხსნება შეზღუდვები, რაც შეეხება მარნეულს, მთავრობის გადაწყვეტილებით რაიონი გადაადგილება 18 მაისს აღდგება.

ცნობისთვის, ძალაში რჩება კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა.