სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა.
2020 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხილი 45%-ით, რძის ნაწარმი 23%-ით, ხორცპროდუქტები 15%-ით, პურპროდუქტები კი 8.4%-ით გაძვირდა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასი 16.1%-ით გაიზარდა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი 45.4%
რძე, ყველი და კვერცხი 23.2%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 16.9%
ხორცი და ხორცის პროდუქტები 15%
თევზეული 14.9%
ბოსტნეული და ბაღჩეული 14.1%
ზეთი და ცხიმი 11.0%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 10%
ყავა, ჩაი და კაკაო 10%
პური და პურპროდუქტები 8.4%