საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა.
გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის.
"ექვს ეტაპიანი გეგმის დაწყება ჩვენ შეგვიძლია უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, მიუხედავად ამისა, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც ჩვენ დღეს გავაკეთებთ მუშაობს და ფუნქციონირებს და ეფექტური იქნება იმ შემთცვევაში, თუ თითოეული კომპანია, მოქალაქე პასუხიმგებლიანად მიუდგება მის ყოველდღიურ ცხოვრებასაც და საქმიანობასაც", - განაცხადა პრემიერმა.