გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-05-03 11:48:23

კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში, საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 215-ია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტია მოთავსებული - 5 მათგანს მძიმე პნევმონია აქვს, ხოლო ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

"პროგნოზი ჯერჯერობით გაურკვეველია. მისი მდგომარეობის სიმძიმეს ასაკიც განაპირობებს. 80 წელს გადაცილებულია და თანხმლები დაავადებებიც აქვს. შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება. ამდენად, ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა იცვლება კრიტიკულად",- ამბობს ეზუგბაია ტელეკომპანია პირველთან საუბარში და აღნიშნავს, რომ ბოლნისიდან გადმოყვანილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო მონაცემები:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 589

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 215

მათ შორის გარდაცვლილი - 8

კარანტინის რეჟიმში - 5066

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 528

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3