ავტოსაგზაო შემთხვევას ბოლნისის მუნიციპალიტეტში 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით ნაკვეთებში მყოფი, 7 ადამიანი, შინ, "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსით ბრუნდებოდა.
ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 60 წლამდე ქალი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში მოხერხდა.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლით დაიწყო.