მარნეულის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
მათგან 5 ინფიცირებული მარნეულის მკვიდრია, ხოლო დანარჩენი სამი სხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებია, რომელებიც მარნეულში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები.
რვავე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათ დღეს თბილისის სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანენ.