კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

2020-05-02 11:18:18

კორონავირუსით კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა. როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა გარდაცვლილი ქალი მარნეულიდან იყო.

„აღნიშნული პაციენტი გუშინ გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე არ არის, თუმცა, ისიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გარდაცვლილ ქალს ძალიან ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა, მათ შორის, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგადი სიმსუქნე, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, გამოხატული ჰქონდა რესპირაციული დისტრესინდრომი, ფილტვების ორმხრივი ანთება მძიმე ფორმით, ასევე განვითარდა ვირუსული მიოკარდიტი“, - განაცხადა ტურძელაძემ.

ბოლო მონაცემები:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 582

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 207

მათ შორის გარდაცვლილი - 8

კარანტინის რეჟიმში - 5025

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3