საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა.
„ჩვენს კლინიკაში გარდაიცვალა დღეს საღამოს მეშიდე პაციენტი. 83 წლის მამაკაცი ურთულესი ქრონიკული დაავადებებით, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო ჰქონდა მოკვეთილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ.
ბოლო მონაცემები:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 566
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 207
მათ შორის გარდაცვლილი - 7
კარანტინის რეჟიმში - 5320
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3