"ყველა ვმუშაობთ შესაძლო გამოსავალზე"

2020-05-01 13:33:51

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყებები ერთობლივად მუშაობენ გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს ეროვნული გამოცდები.

ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ გამოცდების შესახებ გადაწყვეტილებები ვირუსის გავრცელების იმდროინდელი მდგომარეობის მიხედვით იქნება მიღებული.

„ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს ყველა უწყების მხარეს რეკომენდაციებს და, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ არის განათლების სამინისტრო. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ყველა იმ შესაძლო გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს ეროვნული გამოცდები. თუმცა, ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დადგება ეს ფაქტი და ჩვენთვის ცნობილი იქნება, იმ ეტაპზე საქართველოში როგორი იქნება ვირუსის და ეპიდემიის გავრცელება", - თქვა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისცნობით, დარეგისტრირდა 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3 600-ზე მეტი სტუდენტი, 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 19 600-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.