ვითარება რეგიონში

2020-05-01 11:11:06

საქართველოში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევიდან 13 პირის ინფიცირების წყარო ბოლნისიდანაა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ინფიცირებულებიდან 1 თეთრიწყაროს კლასტერიდანა, 2-მარნეულის, 4-საკარანტინო სივრციდან, ხოლო დანარჩენის წყაროს მოძიება ახლა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან საკარანტინო პირობებში დღეს 90 ადამიანს გადაიყვანენ.

საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევეაა დადასტურებულია. გამოჯანმრთელებულია 18.