საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 27-ით გაიზარდა.
ბოლო მონაცემები:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 566
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 184
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5243
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 550
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 4 ახალი პაციენტი დაემატა. დედა-შვილი, რომელიც გორიდანაა, ხოლო მეორე დედა-შვილი, რომლის ოჯახიც საავადმყოფოში მკურნალობდა და ცნობილი კლასტერია.
ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, 13 პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებოა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, ცნობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 27 ახალი პაციენტიდან 13-ის წყარო ბოლნისია, ორის - მარნეული, ერთის - თეთრიწყარო, 4 პაციენტი საკარანტინე სივრციდანაა გადაყვანილი.
"დანარჩენის წყაროს მოძიება ახლა ხდება. ჩვენთან ამ 27 პაციენტიდან არცერთი არ არის შემოყვანილი", - ამბობს ეზუგბაია.