საქართველოში კორონავირუსით გამოწვეულმა მდგომარეობამ სისხლის ბანკში სისხლის დეფიციტი შეიქნმა.
რამაც სისხლის ბანკებში კრიზისი გამოიწვია, რადგან არ არსებობს სისხლისა და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები. სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა კი სისხლის ჩაბარებაა.
ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ ყველა დონორს, რომელიც სისხლს გაიღებს მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს.
დონორებს უზრუნველყოფენ ტრანსპორტით გადაადგილებითა და კვების ხარჯებს გაორმაგებული ოდენობის კომპენსაციით.