საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 22-ით გაიზარდა და 539 გახდა.
ბოლო მონაცემები:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 539
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 178
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5256
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
"22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან დიდი უმეტესობა, 15 არის, თეთრიწყაროს კლასტერიდან და სვანეთიდან არის სამი და დანარჩენი არის ბოლნისი. ჩვენ გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 4 დადასტურებული შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული შემთხვევა. ეს ოთხი ახალი შემთხვევა ორივე თეთრიწყაროა და ორი ბოლნისი. კიდევ დაგვემატა ჩვენ გამოჯანმრთელებულები სამი პაციენტი და ამ ეტაპზე გვყავს 65 გამოჯანმრთელებული. ეს ოთხი პაციენტი ჯერჯერობით, საშუალო სიმძიმის პაციენტებად ფასდება, მაგრამ გაფართოებული კვლევებით და რადიოლოგიური მონაცემების შეჯერებით, შეგვიძლია განმეორებით, დინამიურად შევაფასოთ ამ პაციენტების მდგომარეობა" - აცხადებს მარინა ეზუგბაია.