საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ ათმა ადამიანმა შეძლო და მათი რიცხვი 178-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული.
ჯერ-ჯერობით არ განახლებულა ინფორმაცია ახალი ინფიცირებულების შესახებ.
ასე გამოიყურება ბოლო მონაცემები:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 517
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 178
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5153
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 549
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3