სტუდენტების სწავლის დაფინანსება გრძელდება

2020-05-12 17:32:45

წარჩინებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსება გრძელდება.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, სოციალური სამსახურის უფროსის ნინო ქვირიას თქმით, სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და დაფინანსების მიღება სურთ, საბუთების წარდგენა როგორც მერიაში, ასევე ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ.

საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი.

ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსთავში ცხოვრების დამადასტურებელი მოწმობა.

სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული ბანკის მიერ დადგენილი
წესით.

ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის
(აქტიური) შესახებ (დედანი).

განცხადება რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელზე.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, წარჩინებული სტუდენტების დაფინანსება აკადემიური მოსწრების მიხედვით არის დიფერენცირებული:

81-დან, 90 ქულამდე - 800 ლარი;

90-დან, 95 ქულამდე - 1000 ლარი;

95-დან, 100 ქულის ჩათვლით - 1200 ლარი.

რაც შეეხება გზის ფულის ჩარიცხვას, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მგზავრობის დაფინანსება შეჩერებულია.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები