საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს

2020-04-28 17:49:59

სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს.