ბოლნისში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მედიკოსს დაუდგინდა. ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა თეთრიწყაროში.
ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული კარანტინში მას შემდეგ იმყოფებოდნენ, როცა ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი ინფიცირებული სწორედ ბოლნისშია. ბოლო ინფორმაციით იქ ინფიცირების 93 შემთხვევა დადასტურებული.