მერიის თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა

2020-04-27 12:25:47

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მერიის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ამ დროისთვის პაციენტის მჭიდრო კონტაქტები დადგენილია.

"გუშინვე მერიის თანამშრომლის მჭიდრო კავშირები იქნა შესწავლილი, მათ შორის ისევ მერიის თანამშრომლებიდან სხვა კავშირები. მერიის თანამშრომლებთან ყველასთან მოსულია უარყოფითი პასუხი. შესაბამისად ყველა ის ადამიანი, ვინც ინფიცირებული იყო კოვიდ-19-ით სხვადასხვა კლინიკაში გადამისამართდა გუშინ. ოჯახები არიან, როგორც თვითიზოლაციაში, ასევე მკაცრ კარანტინში. 40-ზე მეტი ადამიანი გადამისამართთა სხვადასხვა სასტუმროში მკაცრ მეთვალყურეობაში", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.