ამერიკის მთავრობა საქართველოს 64 მილიონი დოლარით დაეხმარება. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს:
“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად. ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია.” – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.