სკოლებში სწავლა სექტემბერში დაიწყება

2020-04-24 16:15:56

საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, მაგრამ სწავლა სკოლებში არ განახლდება 1-ელ სექტემბრამდე. შესაბამის განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდს ეფექტიანად უმკლავდება. რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, გახარიას განცხადებით, მექანიზმი შენარჩუნებული იქნება.

"ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადება. განათლების სამინისტრომ ეფექტიანად შეძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში საკმაოდ ეფექტიანად გაატარა და დანერგა იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ აკადემიური წელი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე",- განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ მიმდინარე წელს ეროვნული გამოცდები ჩატარდება, თუმცა აღნიშნავს, რომ შესაძლოა, იყოს გადავადება.

"ეროვნული გამოცდების მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე", - ამბობს გახარია.