როდის გაიხსნება რუსთავი

2020-04-24 15:35:12

საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავი დაინტერესდა, თუ როდის გაიხსნება რუსთავი და ის სამი დიდი ქალაქი, რომელიც 15 აპრილს 10 დღით ჩაიკეტა.

ამ კითხვით ინფო რუსთავმა მთავრობის ცხელ ხაზს(144) მიმართა სადაც განგვიცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩაკეტილი 4 დიდი ქალაქი, მათ შორის რუსთავიც, 27 აპრილს გაიხსნება.

უკვე 27 აპრილისთვის იხსნება ქალაქი და სრულდება ავტომობილით გადაადგილების აკრძალვაც. მოსახლეობას საშუალება ექნება, ქალაქიდან გავიდეს, ან შემოვიდეს და გადაადგილდეს ავტომობილით.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით ქალაქები 2 დღის განმავლობაში, 27-28 აპრილის, იქნება გახსნილი, რითაც სოფლებში წასულ ადამიანებს სახლებში დაბრუნების საშუალება ეძლევათ, შემდეგ კი შეზღუდვები ისევ განახლდება და ჩაიკეტება ქალაქი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით 4 დიდი ქალაქი 15 აპრილს ჩაკეტა.