ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან დახმარებას

2020-04-24 14:43:51

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ,  ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა, ვინ და რა დახმარებას მიიღებს სახელმწიფოსგან.

ის დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად ფიქსირდებოდნენ და კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო სამსახური დაკარგეს 6 თვის განმავლობაში საერთო რაოდენობით 1200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ანუ თვეში 200 ლარს.

პრემიერმა ასევე ისაუბრა, იმ პირებზე და კომპანიებზე, რომელთაც სამუშაოც შექმნილი ვითარების მიუხედავად მაინც შეინარჩუნეს.

"ყველა ის სამუშაო ადგილი და ყველა ის ადამიანი, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, ყველა კომპანია, 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასის თვსლსაზრისით მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლა გადასახადის გადახდის ნაწილში. რაც გარდა ამისა, იგივე სახის სუბსიდირებას 750 ლარის ანგარიშით მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის შენარჩუნებული. ფაქტობრივად ჩვენი ამით ვეხმარებით, როგორც საქართველოს მოქალაქეს ასევე მეწარმეს. ამ ღონისძიების ბიუჯეტი გახლავთ 250 მილიონი ლარი...

არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც არაფორალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები, ან თვლიდნენ თავს თვით დასაქმებულად, მათი იდენტიფიცირება სახელმწიფოსთვის არის რთული, რამეთუ ისინი არ აღირიცხებიან არცერთ ოფიციალურ ბაზებში. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების გამარტივების გზით, გაუწიოს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 მილიონი ლარი,"-განაცხადა გიორგი გახარიამ

დახმარებას ასევე მიიღებენ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებიც, რომლებიც 6 თვს განმავლობაში 600 ლარს მიიღებენ დახმარების სახით.

ასეთები არიან ადამიანები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. ასევე მრავალშვილიანი ოჯახები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პრები და ბავშვები.