"მომავალი წლიდან პენსია მინიმუმ 20-25 ლარით გაიზრდება",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
„2021 წლიდან პენსია გაიზრდება, მინიმუმ, 20 ლარით, ხოლო 70-წლის ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის - 25 ლარით, ეს არის მინიმუმი ზღვარი“, - განაცხადა პრემიერმა.