ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

2020-04-24 11:24:44

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შედეგადაც ერთ-ერთს მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მას გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აქვს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველები ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო ღნისძიებებს ამ დრომდე ახორციელებენ.