საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევისას პირს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პარლამენტმა 3 მოსმენით უკვე დაამტკიცა ცვლილებები სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მამუკა მდინარაძის განმარტებით, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის დეკრეტით თუ სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესს დაარღვევს პირი, პირველ შემთხვევაში ისჯება 3-ათასლარიანი ჯარიმით (იურიდიულ პირს 15 ათასი ლარი) განმეორების შემთხვევაში პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. შესაბამის წესს არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 359¹ მუხლი.
მისი თქმით, ეს ზომები და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანა და ერთი მუხლის დამატება საჭირო გახდა იმისთვის, რომ არ იყო „განჭვრეტადი“ სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში სასჯელი.