პოლიციელი პოლიციას ჩაბარდა

2020-04-23 11:30:14

სასაზღვრო პოლიციის თანაშრომელი, რომელსაც მესტიის მუნიციპლალიტეტის სოფელ მულახში, ასევე სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის განზრახ მკვლელობისთვის ეძებდნენ, სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან  ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს  ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მხოლოდ დღეს ჩაბარდა სამართალდამცველებს.