35 წლის მამაკაცმა 48 წლის ცოლი სცემა [video]

2020-04-23 11:05:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ა.კ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. [video/ვიდეო]

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მამაკაცმა ცოლს - 1972 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.