პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მოქალაქეებს ავტომობილით გადაადგილების უფლება მიეცათ.
კერძოდ პირი ავტომობილით სამუშაოს შესასრულებლად უნდა გაადგილდეს დილის 6 საათიდან 8 საათამდე და საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე სახლში დაბრუნდეს.
"მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა სასოფლო სამეუნეო საქმიანობის წარმოების თვალსაზრისით, რეგიონებსა და რეგიონების მუნიციპალიტეტებში მათ ექნებათ საშუალება, რომ დილის სათებში გადაადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და თავიანთ სახლებში დაბუნდნენ. ეს შეზღუდვა გამოიყურება ასე: მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას",- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, ხოლო მისი უშუალო აღმსრულებელი და ნებართვების გამცემები ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და რეგიონალურ საკოორდინაციო საბჭოები იქნებიან.