აქცია მარნეულის მუნიციპალიტეტში

2020-04-22 14:03:53

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ იმირში, საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მოსავლის რეალიზაციას ვერ ახდენენ, რის გამოც ზარალდებიან. მათი თქმით, ტონობით მოსავალი უკვე უფუჭდებათ, რადგან მყიდველი არ არის.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ და პრობლემის გადაჭრაში დაეხმარონ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ადგილზე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი იმყოფება.